ომბუდსმენის ანგარიშის აქცენტები

3 აპრილს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, მან ილაპარაკა ომბუდსმენის 2017 წლის ანგარიშზე, რომელიც ადამიანის უფლებების მდგომარეობას ასახავს. გიორგი ბურჯანაძის თქმით, სახალხო დამცველის 347- გვერდიან ანგარიშში საუბარია სიცოცხლის უფლების ეფექტიანად დაცვის პრობლემაზე, რაც 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილს უკავშირდება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რმ სახელმწიფომ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება და დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ფაქტი,სადაც სავარაუდო უფლებადამრღვევები, შესაძლოა, სახელმწიფოს წარმომადგენლები იყვნენ. მთავარმა პროკურატურამ კი, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალის პროპორციულობის შესაფასებლად კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაატაროს.

ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებით რთულია ვითარება ასევე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, გიორგი ბურჯანაძის თქმით, სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული სიტუაცია არის უმწვავესი, საუბარი მკურნალობაზე კი არა ფიზიკურ გადარჩენაზე შეიძლება იყოს, ვინაიდან სახეზეა ჰიგიენის წესების სრული დარღვევა, ღირსებისმინიმალურად დაცვის სტანდარტზეც კი არ არის საუბარი. გიორგი ბურჯანაძემ ისაუბრა პენიტენციარულ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე და განაცხდა, რომ მთავარ გამოწვევად რჩება პატიმრებს შორის ძალადობა, ციხის კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობა. გარკვეული ცვლილებების მიუხედავად, კვლავ პრობლემას წარმოდგენს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მაღალი მაჩვენებელი. უმცირესობებს მიკუთვნებული სხვადასხვა ჯგუფების დისკრიმინაციის თემა და სხვა.

Your browser doesn’t support HTML5

ომბუდსმენის ანგარიშის აქცენტები