გიორგი მარგველაშვილი: ”განათლების სისტემის სტრატეგიაზე მუშაობა ახლა იწყება”

26 დეკემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა მედიისათვის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა და ბოლო ორი თვის განმავლობაში განათლების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, არც ერთი პროექტი, რომელიც ხელისუფლების შეცვლამდე დაიწყო, არ გაჩერებულა და განათლების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე მათ მონიტორინგს ახორციელებს. წლევანდელ სიახლეებს შორის არის: პედაგოგებისათვის ხელფასების მომატება, მეცნიერების განვითარებისათვის 5 მილიონიანი ფონდის შექმნა, საბაკალავრო პროგრამების დაფინანსების გაზრდა... გიორგი მარგველაშვილი ერთ-ერთ მთავარ მოვლენად ზოგადად განათლების სისტემის დეპოლიტიზაციას ასახელებს. იმაზე, თუ რა იგულისხმება ამ პროცესში და კიდევ რა იგეგმება განათლების სისტემაში, რადიო თავისუფლება განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ესაუბრა.

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი მარგველაშვილი: ”განათლების სისტემის სტრატეგიაზე მუშაობა ახლა იწყება”