სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი მშვენიერაძე

Your browser doesn’t support HTML5

8 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი მშვენიერაძე, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" გამგეობის წევრი. მან მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების საქმეზე ილაპარაკა. მამუკა მიქაუტაძე 6 ივლისს ჩამომხრჩვალი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, მამუკა მიქაუტაძე 5 ივლისს მოწმის სტატუსით დაკითხეს. არასამთავრობო ორგანიზაციები კი მოკვლეული ინფორმაციის საფუძველზე აცხადებენ, რომ მიქაუტაძე პოლიციამ უკანონოდ დააკავა და სასურველი ჩვენების მიღების მიზნით მასზე ზეწოლა განახორციელა, რამაც ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა. არასამთავრობო სექტორი მოითხოვს იმ პირთა იდენტიფიკაციას, რომლებმაც მამუკა მიქაუტაძე დააკავეს და დაკითხეს.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი გიორგი მშვენიერაძესთან