კონსულტაციები კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის

Your browser doesn’t support HTML5

14 დეკემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო გიორგი ტურძელაძე, საკონსულტაციო კომპანია "Klcconsulting"-ის ქართული ფილიალის ხელმძღვანელი. კომპანია საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებისა და ცვლილებების ეფექტურად იმპლემენტაციის საკითხებში თანამშრომლობს როგორც კერძო კომპანიებთან, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებთან. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენევროპულ კანონმდებლობასთან საშინაო საკანონმდებლო ბაზის დაახლოებასა და ჰარმონიზაციას. რა ტიპის საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა დგას საქართველოს წინაშე, რა მექანიზმებია საჭირო კანონებში გაწერილი პროცესების რეალური აღსრულებისთვის და რა ვალდებულებებს გვიჩენს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.