მეცნიერები უფრო „გონიერი“ პროთეზის შექმნაზე მუშაობენ

Your browser doesn’t support HTML5

აშშ-ში, ქალაქ ჰიუსტონის რაისის უნივერსიტეტის მონაცემებით, 1,7 მილიონამდე ადამიანია კიდურის გარეშე. მართალია მათ პროთეზები ეხმარება რეაბილიტაციის პროცესში, მაგრამ მოწყობილობათა ძალიან მცირე ნაწილს თუ შეუძლია პაციენტში სენსორული რეაქციის გამოწვევა. რაისის უნივერსიტეტის, პიზის უნივერსიტეტისა და იტალიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრები მუშაობენ ამ საკითხზე, რათა დაეხმარონ ამპუტანტებს, უკეთ შეიგრძნონ პროთეზის მოქმედება. გთავაზობთ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტ ელიზაბეთ ლის რეპორტაჟს ჰიუსტონიდან.