სადავო მიწის ნაკვეთები გონიოში

გონიო

სახელმწიფოსთან მოქალაქეების დავის საგნად რჩება აჭარის სანაპიროზე, სოფელ გონიოში მდებარე მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც ადგილობრივ მცხოვრებთ საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ 2008 წლის არჩევნების წინ დაუკანონა, არჩევნების შემდეგ კი ჩამოართვა. საკუთრების უფლების შელახვას უჩიოდა 270-ზე მეტი ოჯახი, რომელთა ნაწილმა, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მიწა დაიბრუნა, ნაწილი კი საკუთრების უფლების აღდგენას დღემდე ცდილობს. მათი საკითხის ინდივიდუალურად განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ წელს, ზაფხულში დაავალა სპეციალურ კომისიას, რომელსაც მომჩივანი მხარე უმოქმედობაში ადანაშაულებს.

Your browser doesn’t support HTML5

სადავო მიწის ნაკვეთები გონიოში