„მსოფლიოს ანგარიში 2026-ის“ თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ შემოიღო ფართომასშტაბიანი კანონები, რომლებიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ბრძოლას.
ანგარიში ციტირებს უფლებადამცველ ჯგუფებს, რომ მიღებული ზომები წარმოადგენს განსხვავებული აზრის ჩახშობის კოორდინირებულ მცდელობას.
აღნიშნულია, რომ რეპრესიებმა ასევე გააღრმავა საქართველოს პოლიტიკური იზოლაცია ევროკავშირისგან.
„რეპრესიული კანონმდებლობა“
საქართველოსთვის დათმობილ ხუთ გვერდში აღწერილი დემოკრატიული უკუსვლის ეპიცენტრშია „უცხოეთის აგენტებისა“ და „გრანტების შესახებ“ კანონები, - ანგარიშის გამოქვეყნების დროისთვის „ოცნება“ კანონმდებლობის გამკაცრებას აგრძელებს.
ასევე ნახეთ „ოცნებაში“ მოქალაქეთა მიერ ხელისუფლების არაღიარების კრიმინალიზებას განიხილავენანგარიში, ძირითადად, აღწერს 2025 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, თუმცა შიგადაშიგ შეფასებებსაც მოიცავს. მაგალითად, 2025 მიღებულ ზემოხსენებულ კანონმდებლობაზე ვკითხულობთ:
„ეს ზომები ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებს გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებების, ასევე თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ“, - წერს HRW.
ასევე ნახეთ "გრანტების შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარიდასჯილი დემონსტრანტები, დაუსჯელი პოლიციელები
„ხელისუფლებამ გადაჭარბებულად ერეოდა ძირითადად მშვიდობიან საპროტესტო აქციებში“, - წერენ ანგარიშის ავტორები.
„პოლიციამ, ძირითადად, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალა გამოიყენა. მომიტინგეები იუწყებოდნენ ცემის, დაკავების დროს წამებისა და სექსუალური ძალადობის მუქარის შესახებ. ხოლო ნიღბიანი პოლიციელები, რომლებსაც მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ ჰქონდათ, პასუხისმგებლობაში არ მიუციათ“.
„ამის საპირისპიროდ, ხელისუფლებამ ასობით მომიტინგეს წაუყენა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ან წვრილმანი ხულიგნობის [ადმინისტრაციული] ბრალდება და გაასამართლა ისინი ზედაპირული სასამართლო პროცესებით“.
„ხელისუფლებამ ასევე ათობით მომიტინგე გაასამართლა სისხლის სამართლის ცრუ ბრალდებებით, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ძალადობის ბრალდებით, რის შედეგადაც მინიმუმ 35 მომიტინგეს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა“.
ასევე ნახეთ „ვერც ეს დაგვაშინებს“ - დემონსტრანტები ტროტუარზე პროტესტის მონაწილეთა დაპატიმრებაზეანგარიშში არ მოხვედრილა ცნობები, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის იანვრის მიწურულს 2025 წლის დეკემბერში ტროტუარზე პროტესტის მონაწილე დემონსტრანტის ნაწილი ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა.
ასევე ნახეთ აბსოლუტურად შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის - ევროკომისიის პრესსპიკერი ტროტუარებზე პროტესტის გამო დაპატიმრებებზეარჩევნები 2025
აღნიშნულია, რომ 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მასშტაბური დარბევისა და ოპოზიციის ნაწილობრივი ბოიკოტის ფონზე ჩატარდა“.
„არჩევნების დღეს ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა მთავრობის რეპრესიული პოლიტიკის გასაპროტესტებლად. დემონსტრაცია არეულობაში გადაიზარდა, როდესაც ზოგიერთმა მომიტინგემ პრეზიდენტის სასახლის შტურმი სცადა. პოლიციამ 60-ზე მეტი ადამიანი დააკავა ძალადობრივი გადატრიალების წაქეზებისა და კონსტიტუციური წესრიგის შეცვლის მცდელობის ბრალდებით“.
შეჩერებული ევროინტეგრაცია
ციტირებულია ევროკავშირის საქართველოს გაწევრიანების პროცესის „ფაქტობრივი შეჩერება“ და ბლოკის მოთხოვნა, გაიწვიოს „რეპრესიული კანონები“ და კურსი შეიცვალოს; ასევე, ევროკომისიის შეფასება, საქართველოს „კანდიდატის მხოლოდ სახელი დარჩა“.
ასევე ნახეთ „საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს უვიზო რეჟიმი“ - აცხადებს ევროკომისია ასევე ნახეთ „საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის მხოლოდ სახელი დარჩა“ - რა რეკომენდაციები ექნება ევროკომისიას გაფართოების ანგარიშშიოპოზიციონერების დაპატიმრება
HRW-ის თანახმად, სასამართლომ რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გაუშვა მრავალთვიან პატიმრობაში, - მათ შორის ექვსი ოპოზიციური პარტიის ლიდერი.
ისინი დასაჯეს, რადგან არ მიიღეს მონაწილეობა საგამოძიებო კომისიაში, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიერ „სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულები“ უნდა გამოეძიებინა.
ორი მათგანი [„ლელოს“ ლიდერები, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე] სექტემბერში მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს.
სექტემბერში კი ხელისუფლებამ ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი დააპატიმრა ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით, - მას შემდეგ, რაც იგი საჯაროდ დაჰპირდა სპეცრაზმელებს თანხის გადახდას, თუ ისინი უარს იტყოდნენ მომიტინგეების დაშლაზე. მას მოგვიანებით „კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობის“ მუხლი დაუმატეს.
მზია ამაღლობელის პატიმრობა
ანგარიშში აღწერილია სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის საქმის გარემოებებიც. HRW წერს:
„აგვისტოში სასამართლომ მზია ამაღლობელს, - ცნობილ ჟურნალისტს, დამოუკიდებელი გამოცემების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით“.
ბრალდება ეხებოდა 2025 წლისავე იანვარში დაძაბული საპროტესტო აქციებისას „ადგილობრივი პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნას.
„საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა მისიებმა დაგმეს განაჩენი, როგორც „პოლიტიზებული და არაპროპორციული“, წერს HRW.
ასევე ნახეთ "თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის" - მზია ამაღლობელის გზა