ჩეხეთი იხსენებს იან პალახის თვითდაწვის აქტს
1969 წლის 22 იანვარს ხალხს ყვავილები მიაქვს პრაღის ვაცლავის მოედანზე, რათა პატივი მიაგოს საკუთარი თავისთვის მიყენებული დამწვრობით სამი დღით ადრე გარდაცვლილი იან პალახის ხსოვნას.
პალახი დაუთარიღებელ ფოტოზე. ის პრაღის კარლოსის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.
1969 წლის იანვარი, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ოთახი, რომელშიც პალახი ცხოვრობდა. ფოტოზე უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტია აღბეჭდილი.
პალახმა თავისი ანტიკომუნისტური საპროტესტო აქტით დემონსტრაციებს მისცა ბიძგი. მისი სიკვდილის დღეს, 19 იანვარს, მის პატივსაცემად პრაღის ცენტრში პროტესტის ნიშნად მოშიმშილეები შეიკრიბნენ.
1969 წლის 20 იანვარი. დემონსტრაციის დროს სტუდენტებს დროშებთან ერთად პალახის ფოტო უჭირავთ.
20 იანვრის დემონსტრაციაში ათასობით სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
1969 წლის 22 იანვარს ათასობით პირი იდგა რიგში კარლოსის უნივერსიტეტის წინ, რათა პატივი მიეგო პალახის ხსოვნისთვის.
პალახის მგლოვიარე დედას, ლიბუშე პალახოვას იანის დასაფლავების ცერემონიაზე მისი ვაჟი, ირჟი უმაგრებს გვერდს.
1989 წლის 20 იანვარს, პალახის თვითმკვლელობიდან 20 წლის შემდეგ, პოლიცია საპროტესტო აქციის მონაწილეებს აკავებს. პალახის ხსოვნის პატივსაცემად გამართული დემონსტრაცია გადაიქცა "პალახის კვირეულის" სახელით ცნობილ დღეებად, როდესაც მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ. ამ გამოსვლებმა საკვანძო როლი შეასრულა ამავე წლის ბოლოს, ხავერდოვანი რევოლუციის დროს გამართული ანტიკომუნისტური აქციების წარმატებაში.