იაპონური ჩაის ცერემონია

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა და იაპონიის საელჩომ  27 სექტემბერს ბოტანიკურ ბაღში ჩაის ცერემონია წარმოადგინეს. ამ ღონისძიებას იაპონიიდან საგანგებოდ მოწვეული ჩაის ოსტატი მიჩიკო უჩინო უძღვებოდა. ჩაის ცერემონია, ანუ ჩანოიუ, რომელიც ცნობილია ასევე, როგორც ჩაის გზა, ანუ ჩადო ან სადო, წარმოადგენს სტუმრების წინაშე დაფქული მწვანე ჩაის რიტუალურ მომზადებას.