რატომ იზრდება იეჰოვას მოწმეთა მიმართ ჩადენილ დანაშაულთა სტატისტიკა

თამთა მიქელაძე, ქეთევან შუბაშვილი

„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ანგარიშის თანახმად, იეჰოვას მოწმეების, ერთ-ერთი ყველაზე მეტად მარგინალიზებული რელიგიური თემის მიმართ გამოვლენილი დანაშაულების ხარისხი რელიგიური შეუწყნარებლობისა და სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობის მნიშვნელოვან ინდიკატორად შეიძლება ჩაითვალოს.

Your browser doesn’t support HTML5

რატომ იზრდება იეჰოვას მოწმეთა მიმართ ჩადენილ დანაშაულთა სტატისტიკა

თემის წარმომადგენლები ხშირად განიცდიან დისკრიმინაციულ, ძალადობრივ და წინასწარგანწყობებზე დაფუძნებულ ნეგატიურ დამოკიდებულებას. იეჰოვას მოწმეთა მიმართ 2016 წელს გამოვლენილი რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობრივი შემთხვევების ანალიზის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ დანაშაულის რიცხვი, 2015 წელთან შედარებით, შემცირებულია, თუმცა, 2010-2012 წლებთან შედარებით, ეს მონაცემი მკვეთრად მაღალი რჩება. იმაზე, თუ რა განაპირობებს იეჰოვას მოწმეთა მიმართ დანაშაულის მაღალ სტატისტიკას და რა სახის პრევენციული ღონისძიებებით შეუძლია სახელმწიფოს შეცვალოს ნეგატიური დამოკიდებულება თემის მიმართ, რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან საუბრობენ „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე და სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან შუბაშვილი. დისკუსიას ნინო ხარაძე უძღვება თბილისის სტუდიაში.