სტუმრად ჩვენს ეთერში: სოფო ვერძეული და ანი ნასრაშვილი

Your browser doesn’t support HTML5

15 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) იურისტები: სოფო ვერძეული და ანი ნასრაშვილი. მათ ილაპარაკეს ცენტრის მიერ შესწავლილ სისხლის სამართლის სამ საქმეზე, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვას ეხება. ეს არის სხვადასხვა მიზეზის გამო გახმაურებული საქმეები, რომელთა გამოძიებისა და დევნის პროცესის ანალიზის შედეგად EMC-მ გამოავლინა ხარვეზები. ორგანიზაციის მიზანი არ ყოფილა დაკავებულთა ბრალეულობის ან უდანაშაულობის დადგენა. გამოკვლევის მიზანი იყო შოთა პაკელიანის, დავით ხარშილაძისა და მიხეილ თათრიშვილის საქმეებში შესაძლო პროცესუალური დარღვევების გამოკვეთა და მათი მაპროვოცირებელი სისტემური მიზეზების აღმოჩენა. "დილის საუბრებში" ლაპარაკი იყო აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე, რომლითაც "კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" ხელისუფლებას მოუწოდებს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის საფუძვლიანი გადახედვის, პოლიციის სისტემის რეფორმისა და სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნისკენ.

Your browser doesn’t support HTML5

სოფო ვერძეული და ანი ნასრაშვილი "დილის საუბრებში"