სტუმრად ჩვენს ეთერში: ალეკო ცქიტიშვილი

27 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო" ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი. მან ილაპარაკა სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელთა მონაწილე მსჯავრდებული პირებიც გათავისუფლდნენ - მათ შორის პოლიტპატიმრის სტატუსით - და რომლებსაც დღემდე ადევს გრიფი "საიდუმლო". კერძოდ, "ადამიანის უფლებათა ცენტრი" მოითხოვს გრიფის მოხსნას ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პოლიტპატიმრებისა და ე.წ. "ფოტოგრაფების" საქმეებზე. ცენტრი მიმართავს ხელისუფლებას მიიღოს სათანადო ზომები როგორც გრიფის მოსახსნელად, აგრეთვე ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პირების სამართლებრივი რეაბილიტაციისთვის.