სტუმრად ჩვენს ეთერში: ეკა გვალია

Your browser doesn’t support HTML5

2 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გვალია. მან ილაპარაკა დევნილთათვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის სტრატეგიის პროექტზე, რომლის შემუშავებაშიც საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ ინიციატივით 70-ზე მეტი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია და დევნილთა სათემო ორგანიზაცია ჩაერთო. როგორც ცენტრ „აფხაზეთში“ აცხადებენ, მსგავსი სტრატეგია სახელმწიფოს არასდროს ჰქონია და ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც გაჩნდა დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს დევნილი მოსახლეობის ეკონომიკური პოტენციალისა და რესურსების მობილიზებას, მათი დასაქმების ხელშეწყობას, შემოსავლების გაზრდას და სიღარიბის დაძლევას.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი ეკა გვალიასთან