სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი გობრონიძე

8 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი. მან ილაპარაკა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაზე და მასში საქართველოსთვის საყურადღებო საკითხებზე. გიორგი გობრონიძემ ყურადღება გაამახვილა დოკუმენტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ადგილზე. რუსეთი თავის სტრატეგიაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან ურთიერთობას ძირითად სტრატეგიულ მიმართულებად ასახელებს. გიორგი გობრონიძე თვლის, რომ რუსეთთან ურთიერთობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სტაბილურობაზე ლაპარაკი უსაფუძვლოა, როცა რუსეთის სამხედრო პოზიცია ამ ტერიტორიებზე არ სუსტდება - მხოლოდ ძლიერდება.