კახაბერ კახაძე: „ფოთიდან გარდაბნის ჩათვლით რკინიგზა გაფიცულია“

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის გამგეობის წევრი კახაბერ კახაძე

მეორე დღეა, გრძელდება რკინიგზელთა გაფიცვა. რკინიგზის ახალი პროფკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაცია უარყოფს ინფორმაციას მასობრივი გაფიცვის შესახებ, გაფიცულია რკინიგზელთა 80%. გაფიცული რკინიგზელები ხელფასების მომატებას, პრემიების სისტემის მოწესრიგებასა და ზეგანაკვეთური შრომის დროულ ანაზღაურებას მოითხოვენ. რკინიგზელები „საქართველოს ადმინისტრაციის“ მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე ლაპარაკობენ. მათი თქმით, თუკი ადმინისტრაცია არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, ისინი გამოიყენებენ კანონიერ უფლებას და უვადო გაფიცვას გამოაცხადებენ. რკინიგზელთა მოთხოვნებისა და გაფიცვის შესახებ ნინო თარხნიშვილი ესაუბრა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის გამგეობის წევრს, კახაბერ კახაძეს.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი კახაბერ კახაძესთან