სტუმრად ჩვენს ეთერში: ალიკა კუპრავა

Your browser doesn’t support HTML5

29 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ალიკა კუპრავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი. მან ილაპარაკა საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებული კონსტიტუციური ცვლილებების შესახებ. ალიკა კუპრავა თვლის, რომ უმრავლესობამ პროცესის დასაწყისშივე იცოდა, რა შედეგის მიღება სურდა და დაამტკიცა ისეთი ცვლილებები, რომლებიც მისთვის იყო ხელსაყრელი. "დილის საუბრების" სტუმრის აზრით, თავისთავად დემოკრატიული ნორმა ვერ იქნება, შედეგისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის გამოცდილების და გამოწვევების გათვალისწინება. ალიკა კუპრავამ ილაპარაკა "ვენეციის კომისიის" შეფასებებზეც. მკვლევარმა "დილის საუბრების" ეთერში განმარტა ვეტოს საკითხიც:

Your browser doesn’t support HTML5

ალიკა კუპრავა "დილის საუბრებში"