სტუმრად ჩვენს ეთერში: ირინა ფუტკარაძე და დემეტრე ლომაძე

Your browser doesn’t support HTML5

27 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ირინა ფუტკარაძე, "საზოგადოებრივი დამცველის" თავმჯდომარე და დემეტრე ლომაძე, ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი. მათ ილაპარაკეს საარჩევნო პროცესში ეთნიკური უმცირესობებისა და კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები დევნილების ჩართულობის საკითხზე.

Your browser doesn’t support HTML5

ირინა ფუტკარაძე და დემეტრე ლომაძე

ირინა ფუტკარაძემ აღნიშნა, რომ ორივე ამ ჯგუფს აქვს პოლიტიკოსებთან კომუნიკაციის დეფიციტი. მან საუბრისას რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ პოლიტიკური ძალები ეთნიკურ უმცირესობებსა და დევნილებთან კომუნიკაციას არ თვლიან პრიორიტეტულად. დემეტრე ლომაძემ ილაპარაკა ეთნიკურ უმცირესობებსა და დევნილებში არჩევნების მიმართ იმედგაცრუებაზე. "დილის საუბრების" სტუმრებმა ისაუბრეს იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც სახელმწიფო ატარებს ეთნიკური უმცირესობებისთვის არჩევნებში მონაწილეობისას ენობრივი ბარიერის მოსახსნელად. 26 სექტემბერს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის: "საზოგადოებრივი დამცველის", "ადამიანის უფლებათა ცენტრის", საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოსა“ და "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის" ხელმძღვანელები საარჩევნო საკითხებში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ანალიტიკოსს ვანია ანგუელოვას შეხვდნენ. საუბარი შეეხო ეთნიკური უმცირესობებისა და კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის საკითხებს, რასაც მოიცავს ამ არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტები და აქტივობები. შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა არჩევნების დღისთვის და ის პრობლემები, რაც მათ შეიძლება შეექმნათ ხმის მიცემისას.