სტუმრად ჩვენს ეთერში: გელა კვაშილავა

4 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გელა კვაშილავა, "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ. გელა კვაშილავა ტექნიკური ინსპექტირების უმთავრეს მიზნად ასახელებს მგზავრობის უსაფრთხოებას. "დილის საუბრების" სტუმარი თვლის, რომ პროცესის დაწყება მნიშვნელოვანია, რადგან ერთბაშად არც ერთ ქვეყანას არ მიუღწევია პროგრესისთვის ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. გელა კვაშილავას შეფასებით, ავტომობილის გამართულობაზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვა გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკურად მომგებიანია. ის ყურადღებას ამახვილებს 2018 წლის 1 იანვრიდან დაწყებული რეფორმის ადმინისტრირებისა და პროცესის არა ფორმალურად, არამედ ხარისხიანად წარმართვის მნიშვნელობაზე.

Your browser doesn’t support HTML5

გელა კვაშილავა "დილის საუბრებში"