სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ჩიფჩიური

Your browser doesn’t support HTML5

12 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ჩიფჩიური, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი სწავლების ცენტრის მკვლევარი. მან ილაპარაკა არჩევნებში მონაწილეობაზე - როგორც კონსტიტუციურ უფლებასა და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე. გიორგი ჩიფჩიურმა განმარტა საკონსტიტუციო უმრავლესობის არსი და იმ ვითარების რისკები, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს ერთი პოლიტიკური ძალა. ასეთ ვითარებაში "დილის საუბრების" სტუმარი უმნიშვნელოვანესად თვლის არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდში საზოგადოების მიერ ხელისუფლების კონტროლს. გიორგი ჩიფჩიური შეეხო აგრეთვე იმ საკონსტიტუციო ცვლილებების იდეებსაც, რომლებზეც უკვე ლაპარაკობენ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის წევრები. გიორგი ჩიფჩიურის შეფასებით, საზოგადოება არ არის ბოლომდე დარწმუნებული თავის პოლიტიკურ უფლებებში, რაც განაპირობებს არჩევნების შედეგების შინაარსსაც.

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი ჩიფჩიური "დილის საუბრებში"