სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ონიანი

Your browser doesn’t support HTML5

24 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ონიანი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. მან ილაპარაკა საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებაზე სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვეთით მომზადებული გამოკვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების ყველაზე დიდი რაოდენობა - 64% ენდობა მასწავლებლებს, 54% - ექიმებს, 39% - პრეზიდენტს, 36% - პოლიციას და 36% - პრემიერ-მინისტრს. გასულ წლებთან შედარებით გაიზარდა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც თვლის, რომ საჯარო მოხელეები თანამდებობებს პირადი მიზნების მისაღწევად იყენებენ. გამოკვლევაში მონაწილეთა 43% თვლის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერსებს ემსახურება, 46% საქართველოს სასამართლო სისტემას პოლიტიზებულად თვლის, ასეთად აფასებს გამოკითხულთა 39% საკონსტიტუციო სასამართლოს.

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი ონიანი "დილის საუბრებში"