სტუმრად ჩვენს ეთერში: გივი ჯავაშვილი და ნაირა ქუთათელაძე

10 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ გივი ჯავაშვილი, "საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს" თავმჯდომარე, პაციენტის უფლებების ექსპერტი და ნაირა ქუთათელაძე, პაციენტის უფლებების "ცხელი ხაზის" მენეჯერი. მათ ილაპარაკეს ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე, პაციენტის უფლებებსა და სამედიცინო სფეროში მომსახურების ხარისხის გაზრდის ხელშემწყობ ფაქტორებზე. საუბარი შეეხო აგრეთვე საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" მიერ მომზადებულ "ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის" ბოლო გამოკვლევას, მათ შორის - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობებში მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ხარჯის განაწილების პირობებს.