სტუმრად ჩვენს ეთერში: ირაკლი მჭედლიშვილი

14 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ირაკლი მჭედლიშვილი, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელი. მან ილაპარაკა საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე და გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრის 13 თებერვლის გამოსვლას პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წინაშე. "დილის საუბრების" სტუმარი თავად ესწრებოდა შეხვედრას და თვლის, რომ თავდაცვისუნარიანობაზე მსჯელობა საგარეო პოლიტიკისა და სხვა სფეროებისგან იზოლირებულად, არ იძლება სრულ სურათს. ირაკლი მჭედლიშვილის თქმით, თავდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე ილაპარაკა თავდაცვის ბიუჯეტის სტურქტურის ცვლილებაზე, რაც მნიშვნელოვანწილად თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად ხარჯების ზრდას ითვალისწინებს. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა მაღალი, საშუალო და დაბალი რანგის სამხედრო პირთა რაოდენობრივი შეფარდების სწორად დაგეგმვაზე. ირაკლი მჭედლიშვილმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო დახმარებაზე, რომელსაც აშშ და ევროპა უწევენ საქართველოს როგორც სამხედრო ტექნიკით, ისე სამხედრო გამოცდილების გაზიარების კუთხით. მნიშვნელოვან საკითხად გამოყოფს ირაკლი მჭედლიშვილი წვევამდელთა სამხედრო განათლების ხარისხს.

Your browser doesn’t support HTML5

ირაკლი მჭედლიშვილი "დილის საუბრებში"