სტუმრად ჩვენს ეთერში: კამილა მამედოვა

Your browser doesn’t support HTML5

13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება დევიზით - "რადიო შენ ხარ". "დილის საუბრების" სტუმარი იყო კამილა მამედოვა, სათემო რადიო "მარნეულის" დირექტორი. მან ილაპარაკა რადიო "მარნეულის" მნიშვნელობაზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

Your browser doesn’t support HTML5

კამილა მამედოვა სათემო რადიო "მარნეულზე"

კამილა მამედოვა განმარტავს, რომ სათემო რადიო არის ალტერნატიული სივრცე ადგილობრივი მსმენელისთვის - სივრცე, საიდანაც ის იღებს ინფორმაციას და რომლის საშუალებითაც თავის ამბავს უყვება სხვებს. კამილა მამედოვას თქმით, რადიო "მარნეული" ერთგვარ მიზიდულობის ცენტრად იქცა და სულ უფრო მეტ ადამიანს სურს მის მუშაობაში წვლილის შეტანა. კამილა მამედოვა თვლის, რომ მთავარია ადამიანებს ჰქონდეთ არჩევანი, რისთვისაც არსებითია თავისუფალი სივრცის შექმნა, რისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანები გამოვიდნენ თავიანთი ჩაკეტილი სამყაროდან - "კომფორტის ზონიდან".