სტუმრად ჩვენს ეთერში: მერაბ ჯანიაშვილი

Your browser doesn’t support HTML5

6 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მერაბ ჯანიაშვილი, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი. მან ილაპარაკა 2017 წლის ეკონომიკურ გამოწვევებზე. მერაბ ჯანიაშვილი თვლის, რომ აქციზების გაზრდით მთავრობამ წინასწარვე გააუვნებელყო ე.წ. "ესტონური მოდელის" ეფექტი. მერაბ ჯანიაშვილის აზრით, მცდარია ხელისუფლების მიდგომა, რომ ყველაფრის ფასად ცდილობს ყოველ წელს გაზარდოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ეკონომისტი თვლის, რომ ხელისუფლებას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე უნდა ეზრუნა და არა აქციზების გაზრდაზე.

Your browser doesn’t support HTML5

მერაბ ჯანიაშვილი "დილის საუბრებში"