სტუმრად ჩვენს ეთერში: ნატა ძველიშვილი

16 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნატა ძველიშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს შესახებ. "დილის საუბრებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ნატა ძველიშვილმა ილაპარაკა საზოგადოებრივი მაუწყებლის არსზე, კანონით განსაზღვრულ მოვალეობებზე, პარლამენტის მიერ მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული საკანონმდებლო ცვლილებების დაუშვებლობასა და შეუთავსებლობაზე საზმაუს არსთან. ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილაპარაკა იმ ფაქტორებზეც, რაც დღემდე უშლის ხელს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის იმგვარად ხორცშესხმას, რაც მას ჩახსნიდა პოლიტიკური ლოიალურობის ჯაჭვიდან, მისცემდა მისიის შესრულების საშუალებას და გაზრდიდა მის მიმართ საზოგადოების გულშემატკივრობას. შექმნილ ვითარებაში ნატა ძველიშვილი გადაჭრით ვერ ამბობს - რა ბედი ელის პრეზიდენტის ვეტოსა და მოტივირებულ შენიშვნებს.

Your browser doesn’t support HTML5

ნატა ძველიშვილი "დილის საუბრებში"