სტუმრად ჩვენს ეთერში: ნიკა ჩიტაძე

Your browser doesn’t support HTML5

13 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნიკა ჩიტაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი. მან ილაპარაკა სირიაში არსებულ მდგომარეობაზე და სირიის საკითხზე აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვაზე. ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ 15 ოქტომბერს შვეიცარიაში დაიგეგმა აშშ-ისა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა მოლაპარაკებები. გასულ კვირაში ობამას ადმინისტრაციამ შეაჩერა რუსეთთან მოლაპარაკებები სირიის საკითხზე, მას შემდეგ, რაც რუსეთს სირიის ტერიტორიის დაბომბვის სერიის გამო საომარი დანაშაულის ჩადენაში დასდო ბრალი. შაბათს ლოზანაში რუსეთისა და აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა იქნებიან თურქეთის, საუდის არაბეთის და კატარის დიპლომატები. ამ კონკრეტული შეხვედრის მიზანია ალეპოში მაინც მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტასა და ჰუმანიტარული დერეფნის გაკეთებას. ნიკა ჩიტაძემ ილაპარაკა სირიის კონფლიქტის ისტორიაზე, სამხედრო ოპერაციებში ჩართულ მხარეებზე, საფრთხეებსა და გამოწვევებზე რასაც სირიაში მიმდინარე ომი ქმნის მსოფლიოსთვის.

Your browser doesn’t support HTML5

ნიკა ჩიტაძე "დილის საუბრებში"