სტუმრად ჩვენს ეთერში: ნონა ქურდოვანიძე

Your browser doesn’t support HTML5

29 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნონა ქურდოვანიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურიდიული დახმარების ცენტრის კოორდინატორი. მან ილაპარაკა შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების განხორციელების პრაქტიკაზე და სამოქალაქო პროტესტის სამართლებრივი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

ამ ეტაპზე ნონა ქურდოვანიძე ლაპარაკობს თბილისის მერიის მიერ გარემოსდამცველთა მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის ფორმის (მერიასთან კარვის დადგმის) შეზღუდვის დაუსაბუთებლობაზე. "დილის საუბრების" სტუმარი თვლის, რომ კარვის დადგმა გემოვნების საკითხი სულაც არ არის, არამედ საპროტესტო აქციის მომწყობებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა მისწვდნენ ადრესატს, ანუ აქციის ჩატარებას აზრი არ დაეკარგოს. გამოძიება გრძელდება სარჩელზე, რომლის ავტორები თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ხეების მოჭრის ნებართვის გაცემის კანონიერების დადგენას ითხოვენ. ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია გამოძიების შედეგებზე. ნონა ქურდოვანიძე თვლის, რომ ეს არ არის რთული საქმე, რომლის გამოძიებასაც დიდი დრო სჭირდება. პარალელურად გრძელდება აქციები, ხელმოწერების შეგროვება ქალაქის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის გადადგომის მოთხოვნით.

Your browser doesn’t support HTML5

ნონა ქურდოვანიძე "დილის საუბრებში"