სტუმრად ჩვენს ეთერში: რუსუდან მჭედლიშვილი

Your browser doesn’t support HTML5

14 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო რუსუდან მჭედლიშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტი. მან ილაპარაკა 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულებისთვის ზარალის ანაზღაურების სისტემასა და იმ ოჯახებზე, რომლებიც კომპენსაციის გარეშე დარჩნენ და სასამართლოს გზით ცდილობენ თავიანთი უფლების დაცვას. რუსუდან მჭედლიშვილის თქმით, ზოგიერთმა დაზარალებულმა ოჯახმა უარი თქვა სასამართლოსთვის მიმართვაზე. "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" აწარმოებს ზიანის აღმოფხვრისთვის მობილიზებული თანხებისა და რესურსების ხარჯვის პროცესის მონიტორინგს. რუსუდან მჭედლიშვილმა აღნიშნა, რომ მათ ხარჯვის შესახებ გაჩენილ ბევრ კითხვაზე დღემდე ვერ მიიღეს პასუხი საჯარო დაწესებულებებიდან. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ, ხარვეზების მიუხედავად, ვერეს ხეობაში მომხდარის შემდეგ დახმარების მობილიზაცია გამორჩეული იყო და არ შეედრება საქართველოში მცხოვრები სხვა ეკომიგრანტების მდგომარეობას.

Your browser doesn’t support HTML5

რუსუდან მჭედლიშვილი "დილის საუბრებში"