სტუმრად ჩვენს ეთერში: შორენა ლორთქიფანიძე

Your browser doesn’t support HTML5

14 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო შორენა ლორთქიფანიძე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელი. მან ილაპარაკა ბირთვული უსაფრთხოების საკითხზე - საქართველოს ადგილზე ბირთვული საფრთხეების რუკასა და ბირთვული უსაფრთხოების სისტემაში. შორენა ლორთქიფანიძემ განსაკუთრებით აღნიშნა აშშ-ისა და სხვა დასავლელი პარტნიორების როლი საქართველოში ბირთვული საფრთხეების გამოვლენისა და გაუვნებელყოფის, აგრეთვე ამ სფეროში სახელმწიფოს ეფექტიანობის გაზრდის საქმეში. "დილის საუბრების" სტუმარმა განმარტა ის რისკები, რომლებსაც ქმნის უკონტროლო ტერიტორიები ბირთვული უსაფრთხოების კუთხით. შორენა ლორთქიფანიძე თვლის, რომ ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემაში მნიშვნელოვანი კომპონენტია მოსახლეობის განათლება. გასულ კვირაში გაიმართა თბილისის მეორე საერთაშორისო ფორუმი რეგიონული სტაბილურობისთვის - "ბირთვული და რადიოლოგიური გამოწვევები შავი ზღვის რეგიონში: მიზეზები, შედეგები და საპასუხო ზომები".

Your browser doesn’t support HTML5

შორენა ლორთქიფანიძე "დილის საუბრებში"