სტუმრად ჩვენს ეთერში: სოფო ჭარელი

Your browser doesn’t support HTML5

10 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო სოფო ჭარელი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საპარლამენტო მდივანი. მან ილაპარაკა "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტს საქართველოს მთავრობამ წარუდგინა. კანონპროექტის ინიციატორი მისი მიღების მიზნად ასახელებს კანონმდებლობის დახვეწას იმისათვის, რომ "გამჭვირვალე გახადოს საკუთრების ჩამორთმევის პროცესთან დაკავშირებული ღონისძიებები, დაადგინოს საჯარო ინტერესისა და კონკრეტული პირების ინტერესის სამართლიანი ბალანსი, დახვეწოს ექსპროპრიაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები, ეფექტური გახადოს კანონის აღსრულება" და მკაფიოდ დაადგინოს საკომპენსაციო გარანტიები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე პრინციპულ საკითხზე: სასამართლოს როლზე იძულებითი ექსპროპრიაციისას; ექსპროპრიაციის საფუძვლებზე; კომპენსაციაზე; საექსპროპრიაციო ქონების აღწერა-ინვენტარიზაციაზე; წინასაექსპროპრიაციო ეტაპზე და ა.შ..

Your browser doesn’t support HTML5

სოფო ჭარელი "დილის საუბრებში"