სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ გურჩიანი

Your browser doesn’t support HTML5

14 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ გურჩიანი, იურისტი, უფლებადამცველი და 13 მაისს თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან გამართული თანადგომის აქციის ერთ-ერთი ინიციატორი. მან ილაპარაკა აშშ-ის ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში კვირას მომხდარი მასობრივი მკვლელობის ფაქტზე. ერთმა პირმა 49 ადამიანი დახოცა და 53 დაჭრა გეიკლუბ "პულსში". თამარ გურჩიანმა ილაპარაკა სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულზე და მისი სრულფასოვნად გამოძიების პრობლემაზე არათუ საქართველოში, ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორიც შეერთებული შტატებია. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა განსხვავებულის მიმართ შიშსა და სიძულვილით გამოწვეულ მზარდ საფრთხეებზე. თამარ გურჩიანმა აღნიშნა: "ყველაფერი მეორდება. ისტორიას აქვს ერთი ასეთი თვისება სამწუხაროდ, რომ მას გამეორება შეუძლია, თუკი თვალი დავხუჭეთ და თუკი ტოტალურად ინდიფერენტულები გავხდით ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემების მიმართ, როგორიც არის ერთი ადამიანის სიძულვილი მეორის მიმართ სრულიად უსაგნოდ - სრულიად აზრს მოკლებული სიძულვილი იმ ნიშნის მიხედვით, რა ნიშანიც მას თან დაჰყვა დაბადებიდან".

Your browser doesn’t support HTML5

თამარ გურჩიანი "დილის საუბრებში"