სტუმრად ჩვენს ეთერში: თამუნა ქებურია

Your browser doesn’t support HTML5

29 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამუნა ქებურია, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" პროექტების კოორდინატორი, სოციოლოგი. მან ილაპარაკა გარევაჭრობისა და გარემოვაჭრეების საჯარო სივრციდან გაყვანის პროცესზე. თამუნა ქებურიამ ილაპარაკა პრობლემის მუდმივობასა და ხელისუფლებების მოქმედების ციკლურობაზე. მან ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების მოქმედება ერთგვაროვანია და ზედაპირულ ხედვას ეფუძნება. თამუნა ქებურია თვლის, რომ გარევაჭრობის საკითხს კომპლექსური მიდგომა სჭირდება და ის უნდა განიხილებოდეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კვალობაზე. გარემოვაჭრეებზე პირდაპირი იერიში არ ხსნის პრობლემას, არამედ საჭიროა ისეთი ცვლილებების გატარება, რომლებიც შექმნის მეტ რეალურ, სტაბილურ სამუშაო ადგილს და მეტ ადამიანს, ვინც დღეს გარევაჭრობით არის დაკავებული, ექნება ალტერნატივა.

Your browser doesn’t support HTML5

თამუნა ქებურია "დილის საუბრებში"