თამარ კირვალიძე და ზვიად ციკოლია პროექტზე „#წერექართულად“

Your browser doesn’t support HTML5

17 სექტემბერს რადიო თავისუფლების სტუმრები იყვნენ თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობების და მედიაკომუნიკაციების დირექტორი თამარ კირვალიძე და დიზაინერი ზვიად ციკოლია. დღეს საღამოს იმართება პრეზენტაცია პროექტისა „#წერექართულად“. ეს პროექტი ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას და ენის, როგორც ეროვნული ფასეულობის დაცვასა და განვითარებას ემსახურება. ის აერთიანებს რამდენიმე წამოწყებას, მათ შორის ელექტრონულ მოწყობილობებში ქართული ანბანის პოპულარიზაციას, ახალი ფონტების შექმნას, ლექსიკონების გამდიდრებას, ენის გათავისუფლებას ე.წ. პარაზიტი სიტყვებისგან და ა.შ. პროექტის ფარგლებში იგეგმება ქართული ფონტების კონკურსი.