სტუმრად ჩვენს ეთერში: ირაკლი მელაშვილი

ირაკლი მელაშვილი, კოალიციის ”არჩევნის თავისუფლებისთვის” წარმომადგენელი.

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ირაკლი მელაშვილი, კოალიციის - ”არჩევნის თავისუფლებისთვის” - წარმომადგენელი. მან ილაპარაკა ”ეს შენ გეხება”-ს კამპანიის მეორე ეტაპზე, რომელიც დღეს იწყება საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტის შეტანით, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.