ქართველების პირველი ბრინჯაოს მედალი ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე

ელიზბარ ელიზბარაშვილი

პირველ აგვისტოს დასრულდა ქიმიის 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადა (IChO-48), რომლის მასპინძელი ქვეყანა, პირველად ოლიმპიადის ისტორიაში, საქართველო იყო. თბილისს 70-ზე მეტი ქვეყნის 300 მოსწავლე და 300 პედაგოგი სტუმრობდა.

ქართველმა მოსწავლემ ამ საგანში გამართულ ამ დონის საერთაშორისო შეჯიბრში პირველად მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. როგორც ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ელიზბარ ელიზბარაშვილი გვეუბნება, ამ მედალმა გააჩინა იმედი, რომ მომდევნო ოლიმპიადებში ქართველი მოსწავლეები ისევ გამოიჩენენ თავს და, მათემატიკის, ფიზიკის თუ სხვა საგნების ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებების შემდეგ, ქიმიის ოლიმპიადაშიც აჩვენებენ საუკეთესო შედეგს.

Your browser doesn’t support HTML5

ქართველების პირველი ბრინჯაოს მედალი ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე