გახმაურებული საქმეები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ ბრძოლის ავანგარდი

ლაშა ცომაია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი, და გვანცა გვიმრაძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორი

17 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გადასინჯოს უკანონოდ მსჯავრდებულ პირთა განაჩენები საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ სისხლის სამართლის სამ საქმეზე, მათ შორის გახმაურებული მკვლელობის ორ საქმეზე, რომელშიც სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომელთა „არალეგიტიმური დაინტერესებაც“ გამოიკვეთა. ამ ფონზე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში კვლავ მაღალია უწყებათა პოლიტიზების ხიფათი, დაბალია გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი. რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, საქართველო კორუფციის დაბალი დონით კვლავ რეგიონის ლიდერია, თუმცა, 2016 წლის „კორუფციის გლობალური ბარომეტრის“ თანახმად, არასათანადოდ შეფასდა მთავრობის მიერ გადადგმული ანტიკორუფციული ნაბიჯები, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას „დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური“. არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებაში დაგროვილ ამ და სხვა საკითხებს რადიო თავისუფლების პრაღის სტუდიაში უპასუხებენ ლაშა ცომაია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი, და გვანცა გვიმრაძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორი.

Your browser doesn’t support HTML5

გახმაურებული საქმეები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ ბრძოლის ავანგარდი