სათემო ფსიქიატრიული მომსახურება - მკურნალობა შინ და არა საავადმყოფოში

გიორგი გელეიშვილი

როგორ მუშაობს საქართველოში სათემო ფსიქიატრიული სერვისის ახალი მოდელი, აქტიური სათემო ფსიქიატრიული მომსახურება, რომელიც 2013 წლიდან დაინერგა და რომლის მთავარი მიზანი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ჰოსპიტალს გარეთ, ბინაზე, 24 საათის განმავლობაში მკურნალობა და რეაბილიტაციაა?

ეს არის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებათა კომპლექსი, რომელსაც ევროპასა და აშშ-ში უკვე მრავალწლიანი ტრადიცია აქვს, საქართველოში კი ეს სერვისი ახლა ყალიბდება. პროგრამას, რომელიც თბილისის მერიისა და „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება, დღეს 45 მომხმარებელი ჰყავს. პაციენტისთვის მკურნალობა უფასოა. პროგრამის მიმდინარეობასა და შედეგებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე რადიო თავისუფლება ესაუბრა „მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრის“ ფსიქიატრს, გიორგი გელეიშვილს.

Your browser doesn’t support HTML5

სათემო ფსიქიატრიული მომსახურება - მკურნალობა შინ და არა საავადმყოფოში