გურამ იმნაძე: იძულებითი ნარკოტესტირების მანკიერი პრაქტიკაც შესაცვლელია და კანონმდებლობაც

გურამ იმნაძე

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ მოქალაქეთა იძულებითი ნარკოტესტირების სტატისტიკა შეისწავლა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში შინაგან საქმეთა სამინისტრომ იძულებით 14 ათასი მოქალაქე შეამოწმა, ნარკოტიკების შესაძლო მოხმარების საფუძველზე. მათგან მხოლოდ 3 800 აღმოჩნდა ნარკოტიკის მომხმარებელი. გამოკვლევით დადასტურდა, რომ იძულებით ნარკოტესტირებაზე მიყვანილ პირთა 27%-ს ნარკოტიკის მოხმარება არ დაუდგინდა. ქვეყანაში არსებულ იძულებითი ნარკოტესტირების პრაქტიკასა და არაქმედით საკანონმდებლო ბაზაზე, რომელიც მოქალაქეს თავისი უფლებების დაცვის საშუალებას ართმევს, ინტერვიუში ნინო ხარაძესთან საუბრობს „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის“ ცენტრის იურისტი გურამ იმნაძე.

Your browser doesn’t support HTML5

გურამ იმნაძე: იძულებითი ნარკოტესტირების მანკიერი პრაქტიკაც შესაცვლელია და კანონმდებლობაც