ლევან ბოძაშვილი: ეს იყო ჩემი პრინციპული პოზიცია

ლევან ბოძაშვილი

„არსებითი მიზეზი ვერ დავინახე, თუ რატომ არ მონაწილეობდა ან პრეზიდენტი, ან მისი წარმომადგენლები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშობაში“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი, რომელმაც 5 ივნისს თანამდებობა დატოვა, მანამდე კი არ შეუერთდა უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებულ კომუნიკეს. მიუხედავად იმისა, რომ მიზეზებზე თავდაპირველად არაფერი უთქვამს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობებით, მისი გადადგომა შესაძლოა უკავშირდებოდეს უთანხმოებას უშიშროების საბჭოს მდივანსა და თავად ქვეყნის პრეზიდენტთან, რომელიც ქვეყნის საკონსტიტუციო მოწყობის მთელ რიგ საკითხებში უპირისპირდება საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავრობას.

Your browser doesn’t support HTML5

ლევან ბოძაშვილი: ეს იყო ჩემი პრინციპული პოზიცია