არ შემიძლია მუსიკის გარეშე

ბექა ფერაძემ სამუსიკო უმაღლესი განათლება მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, გახდა საეკლესიო გუნდის რეგენტი. შემდეგ დაამთავრა ასევე თბილისის კონსერვატორია, ფორტეპიანოს განხრით. საქართველოში უხელმძღვანელა მგალობელთა ჯგუფებს, ახლა გერმანიაში, დიუსელდორფში, ანთიმოზ ივერიელის სახელობის ეკლესიის ვაჟთა გუნდს უდგას სათავეში. ბექა ფერაძეს, რომელიც ამჟამად კიოლნის მუსიკისა და ცეკვის უმაღლეს სკოლაში ორი მიმართულებით, ძველ მუსიკას და კვლავაც ფორტეპიანოს, სწავლობს, მონაწილეობა მიუღია არაერთ მასტერ კლასში, გაუმართავს ბევრი სოლო კონცერტი. "უხილავი ფარდის" წამყვან ოქროპირ რუხაძესთან საუბარი იმას შეეხება, თუ რატომ წავიდა გერმანიაში, რატომ ჩაირიცხა კვლავ ფორტეპიანოს კლასში, როცა კონსერვატორია უკვე დამთავრებული აქვს, როგორ გაიტაცა ძველმა მუსიკამ, სად არის კლასიკურ მუსიკაში თავისუფლების არე.

Your browser doesn’t support HTML5

უხილავი ფარდა