ირაკლი კოპლატაძე: თურქეთში სულ უფრო მატულობს ქართული ენითა და ქართული თემატიკით დაინტერესება

ირაკლი კოპლატაძე

თურქეთი საქართველოს ერთადერთი ნატოს წევრი მეზობელი ქვეყანაა, რომელსაც ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის „ცივი ომის“ დროს. 1952 წელს სწორედ ნატოში გაწევრიანებით შეძლო დასავლეთის ალიანსმა, აეცილებინა საბჭოეთის ინტერვენცია თურქეთში, რაც მნიშვნელოვნად შეცვლიდა გეოპოლიტიკურ ვითარებას მთელს ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. თურქეთი ნატოს მთავარი ფორპოსტია ფართო ახლო აღმოსავლეთში. სწორედ აქ არის განლაგებული ნატოს გაერთიანებული ძალების სახმელეთო ჯარების შტაბი; 2012 წელს თურქეთში დაიდო ბინა ევროპული სარაკეტო თავდაცვითი ძალების სარადარო კომპონენტმა; დაბოლოს, თურქეთი ნატოს ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელსაც 1200-კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებს სირიასა და ერაყთან, სადაც საფრთხის ახალი საშიში კერა აღმოცენდა ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სახით.

Your browser doesn’t support HTML5

ირაკლი კოპლატაძე: თურქეთში სულ უფრო მატულობს ქართული ენითა და ქართული თემატიკით დაინტერესება

ამგვარად, თურქეთის სტაბილურობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ დიდწილად გლობალური უსაფრთხოებაც არის დამოკიდებული. გთავაზობთ ინტერვიუს თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ირაკლი კოპლატაძესთან, რომელსაც რადიო თავისუფლება ანთალიაში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს კულუარებში ესაუბრა.