სოლიდარობა მუხთარლის: ჟურნალისტების აქცია-პერფორმანსი პარლამენტში

Your browser doesn’t support HTML5

6 ივნისს, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ქართველმა ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს სოლიდარობა თბილისიდან გატაცებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის, რომლის მხარდასაჭერად აქცია-პერფორმანსი გამართეს და თავზე პოლიეთილენის პარკები ჩამოიცვეს. სამშაბათსვე ჟურნალისტთა სხვა ჯგუფი მუხთარლის საქმეზე სასაუბროდ შეხვდა საქართველოში აშშ-ის ელჩს იან კელის და მას სიმართლის დადგენაში დახმარება სთხოვა.