ჟურნალისტი სოციალურ ქსელებში...

ნატა ძველიშვილი, ლიკა ზაკაშვილი

ორიოდე დღის წინ თბილისში გამართულ შეკრებაზე ჟურნალისტებმა იმსჯელეს ახალი მედიის თვითრეგულაციის სტანდარტებზე. ვინ არის ჟურნალისტი სოციალურ ქსელებში და რა პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს ის, როცა თავისი მოსაზრებების გამოქვეყნებას გადაწყვეტს? ისევე, როგორც ამასწინანდელი ფორუმის, რადიო თავისუფლების დღევანდელი დისკუსიის მონაწილეებიც სხვადასხვაგვარად უყურებენ საკითხს. „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი და ჟურნალ „ლიბერალის“ ვებსაიტის რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი არიან თბილისის სტუდიის სტუმრები. მათთან საუბარს ნინო გელაშვილი უძღვება.

Your browser doesn’t support HTML5

ჟურნალისტი სოციალურ ქსელებში...