ფემიციდი - ქალები კანონმა უნდა დაიცვას

თამარ კორძაია

სულ უფრო მზარდი სტატისტიკა სავალალო სურათს ქმნის - ქალებს საქართველოში კლავენ ქმრები, ყოფილი ქმრები, პარტნიორები თუ ყოფილი პარტნიორები...

Your browser doesn’t support HTML5

ფემიციდი - ქალები კანონმა უნდა დაიცვას

ფემიციდი ძალადობისა და დისკრიმინაციის უკიდურესი გამოვლინებაა. ფემიციდი საერთაშორისო პრაქტიკაში წარმოადგენს კაცის მიერ ქალის გენდერული ნიშნით მკვლელობას, თუმცა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ამ დანაშაულის განმაპირობებელ საფუძვლად არ აღიქვამს ქალისა და კაცის უთანასწორობას. 11 იანვარს ხუთმა თანაავტორმა პარლამენტს შესთავაზა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც გულისხმობს ფემიციდის, როგორც დანაშაულის აღიარებას და მის მოქცევას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში. ეს იქნება მეორე მცდელობა საკანონმდებლო ორგანოში, რადგანაც მერვე მოწვევის პარლამენტმა არ გაიზიარა ამავე თანაავტორების მიერ შეთავაზებული ამავე შინაარსის საკანონმდებლო ინიციატივა. გადაცემის სტუმარია თამარ კორძაია - რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.