კალეიდოსკოპი - 10.12.17

Your browser doesn’t support HTML5

"უდიდესი როკ-ვარსკვლავი, რომლის შესახებაც არაფერი გსმენიათ" - ასე მოიხსენიეს ამერიკის პრესაში ჯონი ჰოლიდეი, როცა 5 დეკემბერს გავრცელდა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ. ბევრს, ალბათ, არც საქართველოში სმენია ჯონი ჰოლიდეის შესახებ, არადა, ფრანგულენოვან სამყაროში მისი 100 მილიონზე მეტი ალბომია გაყიდული. როგორ ეთხოვებიან მუსიკოსს მშობლიურ საფრანგეთში - ამის და არამარტო ამის შესახებ შეიტყობთ დღეს კალეიდოსკოპში.