ქართველ სტუდენტთა ამბოხი - ფრანგულ-გერმანულ-ავსტრიული გამოცდილება

სტუდენტების აქცია უნივერსიტეტში

სალომე სალაძე ვენის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების მაგისტრატურის სტუდენტი და "ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის" ხელმძღვანელია. შტუტგარტის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობს კონსტანტინე კაკაბაძე. საფრანგეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დიჟონის განყოფილების სტუდენტია გიორგი გოჩიტაშვილი. გერმანიაში, კილში, ცხოვრობს ლაშა ჭრელაშვილი, მხატვარი, რომელიც ამავე ქალაქში მუთესიუსის სახელობის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში ჩაირიცხა. "უხილავის ფარდის" ავტორი, ოქროპირ რუხაძე, უცხოეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს ესაუბრება სტუდენტური ამბოხის ფენომენზე, სტუდენტთა უფლებაზე შეცვალონ თავიანთი სასწავლებელი, მათ გამოცდილებაზე სტუდენტურ თვითმმართველობასთან ურთიერთობაში მათსავე უნივერსიტეტებსა და საქართველოში.

Your browser doesn’t support HTML5

უხილავი ფარდა