„ქართველ ციმბირელთა“ შერკინება ბრიტანელებთან

20 იანვარს თბილისის ავჭალის რაგბის სტადიონმა უმასპინძლა ევროპის „ჩელენჯ კაპის“ ორ მატჩს. მართალია, ამ შეხვედრებში საქართველოს გუნდები არ მონაწილეობდნენ, მაგრამ მინდორზე მრავლად იყვნენ ქართველი მორაგბეები - რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკის ორი კლუბის წევრები. „ენისეი“ და „კრასნი იარი“ შეხვდნენ ინგლისის გუნდებს, „ნიუკასლ ფალკონსსა“ და „ლონდონ აირიშს“. ეს ვიდეო ბრიტანელებთან „ქართველ ციმბირელთა“ შერკინებაზე მოგვითხრობს.