კათოლიკური შობა საქართველოში

ამჟამად საქართველოში 16 მოქმედი კათოლიკური ეკლესიაა და 50 ათასამდე კათოლიკე ცხოვრობს. 25 დეკემბერს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ქრისტესშობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღეს, კათოლიკური სამყაროს გარდა, შობის დღესასწაულს აღნიშნავს მართლმადიდებელ ქრისტიანთა ნაწილიც.