შვილის აყვანის ხანგრძლივი პროცესი

რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სამსახურების ერთობლივი ყოველკვირეული პროგრამის, "კავკასიური გზაჯვარედინის", თემაა შვილის აყვანის პროცესი და ამასთან დაკავშირებული პრობლემები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. გადაცემა მოამზადეს რადიო თავისუფლების თბილისის, ბაქოსა და ერევნის ბიუროების ჟურნალისტებმა.