კედელი, როგორც თავისუფლების სიმბოლო

Your browser doesn’t support HTML5

თბილისში, ევროპის მოედანზე, დაიდგა ბერლინის კედლის ფრაგმენტი, რომელიც სექტემბერში, საქართველო-გერმანიის მეგობრული ურთიერთობის ნიშნად, საჩუქრად გადასცეს გერმანიაში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს. „როგორც დასრულდა უდიდესი უსამართლობა გერმანელი ხალხის მიმართ და დაინგრა კედელი, რომელიც გერმანელ ხალხს ხელოვნურად ყოფდა ორად, საქართველოშიც ასევე მშვიდობიანად დაინგრევა ბოროტების კედელი“, განაცხადა ევროპის მოედანზე გამართულ ცერემონიაზე გიორგი კვირიკაშვილმა.